Tag:სიყვარული

საათის ისრები

ეს დღე კარგად მახსოვს, 13 თებერვალი, როდესაც მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მასაც იგივე ეთქვა, უბრალოდ დუმილი და ჩახუტება არჩია… თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა… მაშინ ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში და ამიტომ მეც დუმილი და ჩახუტება ვარჩიე. დამშვიდობებისას ვუთხარი რომ 14 თებერვლისთვის გეგმები მქონდა და მინდოდა მენახა, შევახსენე სადაც უნდა მოსულიყო და რა დროსაც… დამთანხმდა და მეც გახარებული წამოვედი სახლში. გზაში მის პასუხზე ვფიქრობდი, ძალიან მიკვირდა, თუმცა ვცდილობდი რომ ამ პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მაგრამ ძნელი […]

Continue Reading

სატელეფონო საუბარი ბედნიერებასთან

ეს არის პატარა სატელეფონო დიალოგი “ბედნიერებასთან” რომელსაც გთავაზობთ პოსტის სახით. აქვე ყველას მინდა გისურვოთ ბედნიერება ცხოვრებაში! თუ ბედნიერი ხარ, ესეიგი ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ და არა პირიქით! ახლა კი კონკრეტულად დიალოგზე გადავალ და თუ ვინმე, რამეს ვერ მიხვდება, იცოდეთ რომ ეს პირადი ბედნიერებაა და შეიძლება სხვისთვის ცოტა გაუგებარი იყოს, თუმცა ჩემთვის კარგად გასაგები : ) იმედია თქვენც გაიზიარებთ : ) დღე 1, შაბათი ტელფონი: ტრრრრ.. ტრრრრ… ტრრრ…. მე: ალო, გისმენთ… ბედნიერება: გამარჯობათ, ლევანი მინდოდა… მე: დიახ, მე გახლავართ… ბედნიერება: ძალიან […]

Continue Reading

ინტერვიუ სიყვარულთან

მოგეხსენებათ არც თუ ისე ადვილი სანახავია “სიყვარული” , მითუმეტეს მისი ნახვა ინტერვიუს ჩასაწერად ორმაგად რთული აღმოჩნდა, მაგრამ ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, მისი აღმატებულება “სიყვარულიც” გამოჩნდა, მეც არ დავაყოვნე და უმალ მივმართე ინტერვიუს ჩასაწერად, რაზეც საბედნიეროდ დადებით პასუხი მივიღე. Leonsio : მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ ინტერვიუზე დამთანხმდი და შენს გადატვირთულ გრაფიკში დრო გამონახე ჩემთვის. მაინტერესებს როგორ ხარ? რახდება ახალი და საინტერესო?

Continue Reading

სიყვარულის პატარა ეპიზოდი დიდ ავტობუსში

შეიძლება სათაურმა არასერიოზული პოსტის შთაბეჭდილება დატოვოს, მაგრამ დამიჯერეთ ეს ასე ნამდვილად არარის და ამაში დარწმუნდებით თუ ამ პატარა ისტორიას წაიკითხავთ. მოკლედ დღეს გამოვედი სახლიდან ჩავჯექი 21 ნომერ ავტობუსში და ჩემი MP3 ფლეიერი ჩავრთე. რათქმაუნდა ჟღერდა მხოლოდ ჯაზი და ნასიამუვნები სახით ვიყურებოდი ავტობუსის ფანჯრიდან გარეთ ქუჩაში სადაც ხალხი სიცივისგან მობუზული დადიოდა, ზოგს გაუმართლა და მეწყვილესთან (საპირისპირო სქესთან) ჩახუტებით ითბობდა თავს.

Continue Reading