Image

Sex For Two Person

თავიდან სანამ წერას დავიწყებდე ამ თემაზე გეტყვით რომ, რასაც აქ წაიკითხავთ არის ნაწილობრივ ჩემი სუბიექტური აზრი, ნაწილობრივ კი იმ ლექციის შედეგი რომელსაც დავესწარი ადრე და რაც გამახსენდება დავწერ. მართალია დღეს უფრო აქტუალურია ჩვენი საზოგადოების განათლების საკითხი იმედის სიუჟეტს ვგულლისხმობ, მაგრამ დიდიხანია ეს პოსტი უნდა გამომექვეყნებინა და დღეს გადავწყვიტე მექნა ეს. საინტერესოა ადრე, აი ჩვენი ბებიები და ბაბუები რომ ჩვენხელები იყვნენ, როგორ კავდებოდნენ სექსით, მაშინ ხომ ეს აქტი ფაქტობრივად მოვლენად ითვლებოდა. ჩემი აზრით მაშინ სექსი მხოლოდ ბავშვის ჩასახვის მიზნით ხდებოდა და […]

Continue Reading

უხილავი ძაფების სამყარო

ხანდახან მარტივ სიტყვებში რამხელა ემოცია შეიძლება იდოს…  იმ დღეს სამარშუტო ტაქსში შევესწარი დედა-შვილის ერთი შეხედვით ტრადიცულ და მარტივ დიალოგს. დედა შვილის რვეულს ნახულობდა, რომელშიც შესრულებული დავალება ეწერა, რომელიც მასწავლებელს ანახა და  10-იანიც მიიღო. ჩემი გადმოსახედიდან თითქოს ეს ჩვეულებრივი დიალოგი იყო მაგრამ, დედის სიტყვები რომელიც მან შვილს უთხრა, ერთ-ორად ემოციურად ჩამესმა. დედა: კარგი ბიჭიხარ, შენი იმედი მაქვს ამ ცხოვრებაში , ძალიან გამახარე… ნუთუ ეს შუადღეს ნამღერი/ნათქვამი “იავნანა” არარის? რომელმაც ბავშვს სახეზე ღიმილი დაუტოვა, თვალები კი ღამის ლამპიონებივით აუნთო… ამ დიალოგში მნიშვნოლოვანი […]

Continue Reading

საათის ისრები

ეს დღე კარგად მახსოვს, 13 თებერვალი, როდესაც მე მას ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მასაც იგივე ეთქვა, უბრალოდ დუმილი და ჩახუტება არჩია… თითქოს გამიხარდა, თითქოს მეწყინა… მაშინ ვერ გავერკვიე ჩემს გრძნობებში და ამიტომ მეც დუმილი და ჩახუტება ვარჩიე. დამშვიდობებისას ვუთხარი რომ 14 თებერვლისთვის გეგმები მქონდა და მინდოდა მენახა, შევახსენე სადაც უნდა მოსულიყო და რა დროსაც… დამთანხმდა და მეც გახარებული წამოვედი სახლში. გზაში მის პასუხზე ვფიქრობდი, ძალიან მიკვირდა, თუმცა ვცდილობდი რომ ამ პასუხისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიმენიჭებინა, მაგრამ ძნელი […]

Continue Reading

ტყუილი (+გამოკითხვა)

იცით მე პორშე მყავს, მაქვს სახლი კარიბის კუნძულებზე, რომელსაც ყოველ ზაფხულს ვსტუმრობ საკუთარი თვითმფრინავით და მერე ერთი თვე ვცურავ ჩემი იახტით ოკეანეში… ალბათ პირველივე სიტყვებიდან მიხვდით რომ ეს ტყუილი იყო და მხოლოდ კომპიუტერის მონიტორს თუ დავაჯერებ რომ მართლაც მაქვს ეს ყველაფერი, თორემ კლავიატურაც კი არ მიჯერებს : ) ეს იმ ტყულების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანს არავის აყენებს და უფრო ოცნებაში გადავარდნილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, ვიდრე მატყუარა და ბოროტი ადამიანის. ხანდახან ტყუილით შეიძლება ადამიანს ზიანი მიაყენო, ხანდახან კი პირიქით მას გაუფრთხილდე […]

Continue Reading

ისტორიები ჩემი ცხოვრებიდან

გოგო: ეს… (ენა დაება, გაჩუმდა) ბავშვი მაინც მომეცით დაგიჭერთ… კაცი: არა იყოს მძიმე არარის… მადლობა : ) ამ დიალოგის შემდეგ, მარშუტკაში მჯდომი საზოგადოების ყურადღება ერთვება ამ ორ მოსაუბრეზე, რომლებმაც ბავშვი ჩანთისგან ძლივს განასხვავეს, ესეც იმიტომ რომ ბავშვი მოძრაობდა და ხმას გამოსცემდა :D რატო გამახსენდა ახლა ეს არვიცი, თუმცა ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ, ადამიანები ჩვენს სათქმელს მანამ ვამბობთ, სანამ ვიფიქრებთ რა უნდა ვთქვა, ან როდის, ან სად… ელემენტარული მაგალითია მაგრამ საკმაოდ საინტერესო, იმიტომ რომ მამამაც ერთ ყურში შეუშვა გოგოს […]

Continue Reading

რას გვეუბნება თვალის ფერი ადამიანზე?

ალბათ შეაამჩნევდით რომ ხშირად ვწერ  პოსტებს ფსიქოლოგიის თემაზე, თუ როგორ შეიძლება ამოვიცნოთ ადამიანი მისი ტანისამოსის ფერით, აგრეთვე სახის ნაკვთებით და ა.შ. დღესაც შემოგთავაზებთ ერთ-ერთ საინტერესო თემას, რომელიც  როგორც ადრე, დღსაც ძალიან აქტუალურია. ძველ დროშიც  და ახლაც მიაჩნიათ რომ ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით,  რომ თითოეული ადამიანის თვალი უნიკალურია თავისი ფერთა პალიტრით, მაგრამ არსებობს მოსაზრება (რათქმაუნდა დაკვირვების შედეგათ), რომ  ამა თუ იმ თვალის ფერის მიხედვიტ შეგიძლია ამოიცნო ადამიანი ხასიათი. ცნობილია რომ ადამიანი ზუსტად თვალის საშუალებით ახდენს ნებისმიერი მოვლენის აღქმას, რამაც შესაძლებელია […]

Continue Reading

სატელეფონო საუბარი ბედნიერებასთან

ეს არის პატარა სატელეფონო დიალოგი “ბედნიერებასთან” რომელსაც გთავაზობთ პოსტის სახით. აქვე ყველას მინდა გისურვოთ ბედნიერება ცხოვრებაში! თუ ბედნიერი ხარ, ესეიგი ყველაზე მდიდარი ადამიანი ხარ და არა პირიქით! ახლა კი კონკრეტულად დიალოგზე გადავალ და თუ ვინმე, რამეს ვერ მიხვდება, იცოდეთ რომ ეს პირადი ბედნიერებაა და შეიძლება სხვისთვის ცოტა გაუგებარი იყოს, თუმცა ჩემთვის კარგად გასაგები : ) იმედია თქვენც გაიზიარებთ : ) დღე 1, შაბათი ტელფონი: ტრრრრ.. ტრრრრ… ტრრრ…. მე: ალო, გისმენთ… ბედნიერება: გამარჯობათ, ლევანი მინდოდა… მე: დიახ, მე გახლავართ… ბედნიერება: ძალიან […]

Continue Reading

ოცნება,ფანტაზია და სენტიმენტები

ოცნებას კაცი არ მოუკლავსო ნათქვამია და ვეთანხმები კიდეც! ოცნება არსებობს რელური და არარეალური, ანუ ოცნება რომელიც შეიძლება ახდეს და ოცნება რომელიც ფანტაზიასთან უფრო ახლოსაა ვიდრე რეალობასთან, თუმცა არსებობს მესამე ვარიანტიც, ესაა ოცნება რომელიც ცხოვრების მიზნად იქცევა და შემდეგ მისი მიმართულებით იწყებ მოძრაობას. როდესაც ადამიანი  ოცნებას იწყებს,  ამით ახდენს რეალობის გადატანას ფანტაზიაში და ამ ორი რამის შერწყმის შედეგათ იბადება ოცნება… შეიძლება ითქვას რომ ოცნება ფანტაზიისა და რეალობის საზღვარია :) რომელიც გაძლევს საშუალებას რეალური ცხოვრებიდან შენს მიერ შექმნილ ცხოვრებაში გადანაცვლებას, იყო სხვა […]

Continue Reading

მე, ზღვა, ჯაზი და მთა… ანუ დაუვიწყარი ზაფხული

მოკლედ აქამდე მინდოდა ამაზე დამეწერა, მაგრამ როგორც იტყვიან სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. წლევანდელი ზაფხული ალბათ მაინც გამორჩეული იყო ჩემთვის, თუნდაც იმით რომ განსხვავებული  და დაუვიწყარი ჯაზ ფესტივალი ვნახე, აგრეთვე ერთი სრული თვე დავისვენე მანგლისში. მინდა გითხრათ რომ, ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი და ბევრი რამე დავგეგმე, აგრეთვე ბევრი რამე გავაანალიზე და მივხდი რომ ცხოვრებას ნელა-ნელა წინ მივყავარ. პირველი რაზეც მინდა გიამბოთ ბათუმის ჯაზ-ფესტივალია ანუ (Black Sea Jazz Festival), რომელიც ბათუმის ტენისის კორტების ტერიტორიაზე ჩატარდა. 4 დაუვიწყარი დღე, სადაც ისეთი კლასის მუსიკოსებს […]

Continue Reading